აფხაზეთში პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს

დრანდის საგამოძიებო იზოლატორში პატიმრებმა ამბოხება მოაწყვეს. ინფორმაციას აფხაზეთში გამომავალი გაზეთი „ნუჟნაია გაზეტა“ ავრცელებს. ბუნტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პატიმრები დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად გაჩხრიკეს და ე.წ. „მაყურებელი“ სხვა საკანში გადაიყვანეს. დე ფაქტო ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, დრანდის საგამოძიებო იზოლატორში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩაატარების შესახებ. მსგავსი გადაწყვეტილების საბაბი 10 დეკებერს იზოლატორიდან პატიმრის ბაჩუკი ლატარიას გაქცევა გახდა

Comments
Loading...