აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ

ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა გადადგომას არ აპირებს.

„ერთ–ერთი პარტია ჩემს გადადგომას ითხოვს. მე არ ვაპირებ პოსტიდან წასვლას საკონსტიტუციო ვადის ამოწურვამდე“, –განუცხადა INTERFAX.RU–ს ხაჯიმბამ.

“არჩევნებზე აფხაზი ხალხის უმრავლესობამ ქვეყნის მართვა მე მანდო და ამ ნდობას გავამართლებ კიდეც” – აცხადებს ხაჯიმბა.

21 ოქტომბერს, ოპოზიციის რიგგარეშე ყრილობაზე პოლიტიკურმა მოძრაობა „ამცახარამ“ რაულ ხაჯიმბას უნდობლობა გამოუცხადა და მისი დაუყონებლივი გადადგომა მოითხოვა. იმ შემთხვევაში თუ ხაჯიმბა ამ მოთხოვნას არ შეასრულებს „ამცახარა“ აქციებით და დიდი სახალხო კრების მოწვევით იმუქრება.

Comments
Loading...