აფხაზი დიჯეი: ჩამოვედი საქართველოში, ჩემს სამშობლოში!

ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Gem Fest-ზე აფხაზი დიჯეი იულია გოვორი ჩამოვიდა.

იულია გოვორი სოციალურ ქსელში წერს: „ჩამოვედი საქართველოში, ჩემს სამშობლოში“.

აფხაზი დიჯეი იულია გოვორი ოჩამჩირიდან არის და ახლა ამერიკაში ცხოვრობს.

ცნობისთვის, Gem Fest ანაკლიაში 9 აგვისტოს დაიწყო და 14 აგვისტომდე გაგრძელდება.

Comments
Loading...