საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნი თბილისის საკრებულოში გაიხსნა

13 ნოემბერს საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნი გაიხსნა თბილისის საკრებულოში. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენენ საფრანგეთის, იტალიის, იაპონიისა და ჩინეთის ელჩები. ამ წუთებში კი სამძიმრის წიგნში ჩანაწერის გასაკეთებლად საქართველოს პრეზიდენტი მივა. დღის განმავლობაში საკრებულოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც ეწვევიან. სამძიმრის წიგნში ჩანაწერის გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

Comments
Loading...