აფთიაქებს შესაძლებლობა ექნებათ, მედიკამენტები ელექტრონული რეცეპტით გასცენ

ჯანდაცვის მინისტრის დავით სეგრეენკოს განცხადებით, სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა არალეგალურია და კანონს ეწინააღმდეგება.

სერგეენკოს თქმით, ელექტრონული რეცეპტი მისაღებია.

„მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს, რა არის ონლაინ, ანუ ელექტრონული რეცეპტი და რა არის სატელეფონო კონსულტაცია.
სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა ეწინააღმდეგება დადგენილ ნორმებს და ეს არის არალეგალური მოქმედება, რაზეც შესაბამის რეაგირებას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო.
რაც შეეხება ონლაინ, ან სხვანაირად ელექტრონულ რეცეპტს, ეს მიღებული ფორმაა, უკვე ორი წელია, რაც პირველი ჯგუფის მედიკამენტებზე მუშაობს და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება უფრო ფართო შესაძლებლობები, როცა პაციენტს არ ექნება იმის საჭიროება, რომ ქაღალდი ჰქონდეს ინფორმაციის მატარებელად.
ექიმი როცა გასინჯავს, გამოუწერს რეცეპტს. ექიმს შეეძლება, რომ პირდაპირ ატვირთოს ეს ინფორმაცია და პაციენტმა ქაღალდი არ ატაროს. აფთიაქს კი ექნება შესაძლებლობა, რომ დადასტურებულად, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე გასცეს მედიკამენტი“
, – განაცხადა სერგეენკომ.

Comments
Loading...