Apple-აიფონების დეზინფექციის შესახებ რეკომენდაციას იძლევა

კომპანია Apple-მ თავის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა ახალი ინფორმაცია,სადაც საუბარია იმის შესახებ,თუ როგორ ჩავუტაროთ დეზინფექცია აიფონებს. ეს სტატია,სავარაუდოდ,შთაგონებულია მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით.

Apple-ს განცხადებით, აიფონების გაწმენდა უმჯობესია იმ სპეციალური ტილოებით,რომლებიც შეიცავენ 70%-იან იზოპროპილის სპირტს. გარდა ამისა,კომპანია რეკომენდაციას უწევს Clorox-ის ფირმის სადეზინფექციო ტილოებსაც.

 

წყარო: ferra.ru

Comments
Loading...