Apple და Google ერთობლივად შექმნის სისტემას,რომლითაც მომხმარებელი COVID-19-ის შემთხვევებზე მიიღებს ინფორმაციას

Apple და Google ერთობლივად ქმნის სისტემას,რომლითაც ადამიანებს მიეწოდება ინფორმაცია იმის შესახებ,ჰქონდათ თუ არა მათ კონტაქტი COVID-19-ით დაინფიცირებულ პირთან. ინფორმაციას ავრცელებს BBC

კონტაქტის დამუშავების მეთოდი იმუშავებს სმარტფონის Bluetooth-ის სიგნალების გამოყენებით,რათა დადგინდეს მოწყობილობის ადრინდელი მფლობელის ვინაობა და გაირკვეს იყო თუ არა ის დაინფიცირებული.

ორივე კომპანია აღნიშნავს,რომ არ ჩაიწერება GPS  ადგილმდებარეობის მონაცემები და არც პირადი ინფორმაცია.

ამასთან დაკავშირებით,აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს,რომ მათ დრო სჭირდებათ ამ ინოვაციის  კარგად განსახილველად .

“ეს ძალიან საინტერესოა,მაგრამ ბევრ ადამიანს შეაწუხებს კითხვები,პირადი თავისუფლების შესახებ”-აცხადებს ტრამპი.

Comments
Loading...