Apple-ის კაპიტალიზაციამ 1,7 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია

ამერიკული კორპორაცია Apple-ის კაპიტალიზაციამ თითქმის 1,7 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც უახლოვდება ნავთობის კომპანია Saudi Aramco-ს ღირებულებას.

ორივე კომპანიის არსებული საფონდო ფასების საფუძველზე, Apple-ის კაპიტალიზაცია დაახლოებით 1,66 ტრილიონი აშშ დოლარია, ხოლო Saudi Aramco-სი – დაახლოებით 1,78 ტრილიონი აშშ დოლარი.

2019 წლის დეკემბერში, Saudi Aramco-ს IPO-ს შემდეგ, მისი ღირებულება თითქმის 2 ტრილიონი აშშ დოლარი იყო, მაშინ როდესაც Apple–ის მაჩვენებელი მაშინ 1,2 ტრილიონი აშშ დოლარი გახლდათ – თითქმის ნახევარი.

Saudi Aramco არის საუდის არაბეთის ეროვნული ნავთობკომპანია, იგი დაარსდა 1933 წელს. შტაბი მდებარეობს დაჰრანში. კომპანია აკონტროლებს ქვეყნის ნავთობის თითქმის მთლიან წარმოებას.

Apple დაარსდა 1976 წელს, აწარმოებს პერსონალურ და პლანშეტურ კომპიუტერებს, აუდიო პლეერებს, ტელეფონებს, ჭკვიან საათებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას.

Comments
Loading...