apple-ის საოპერაციო სისტემას ქართული კლავიატურა დაამატეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს კომპანია “Apple Inc”-თან, რათა საქართველოს მომხმარებლებისთვის კომპანიის მიერ სრულყოფილი მომსახურება იქნეს გაწეული და საქართველო შეყვანილი იქნეს კომპანიის მიერ მხარდაჭერილი ქვეყნების ჩამონათვალში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია “Apple Inc”-ს შორის ბოლო პერიოდში გამართული მოლაპარაკებების შედეგად პირველ ეტაპზე “Apple Inc”-მა გახსნა მომსახურებები ქართველი iOS დეველოპერებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ შექმნან საკუთარი ანგარიშები “App Store”-ზე აპლიკაციების განთავსებისთვის.

დღეისთვის iOS 11-ის საოპერაციო სისტემას ქართული კლავიატურა ოფიციალურად დაემატა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია “Apple Inc”-ის მოწყობილობების და iOS ოპერაციული სისტემის ქართველი მომხმარებლებისთვის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კვლავ აგრძელებს აღნიშნული მიმართულებით მოლაპარაკებებს კომპანია „Apple Inc“-თან და ვიმედოვნებთ, რომ ახლო პერიოდში კომპანიის მომსახურებები სრულყოფილად იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში, რაც ქართველ მომხმარებლებს და დეველოპერებს შესაძლებლობას მისცემს გამოიყენონ “Apple Inc”-ის პროდუქტების და სერვისების სრული სპექტრი. აღნიშნული თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტექნოლოგიური ეკოსისტემის და ციფრული ეკონომიკის შემდგომ განვითარებას.

Comments
Loading...