Apple ყველაზე ძვირადღირებული კომპანია აღარაა

ამერიკული კორპორაცია Apple აღარ არის ყველაზე ძვირადღირებული.მისი კაპიტალიზაცია ერთ ტრილიონ დოლარს ჩამოცდა. ამ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.

23 მარტს,ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის აქციები 2,1 %-ით დაეცა. თითო აქციის ფასი 224,37 დოლარად შეფასდა. შედეგად,კომპანიის მთლიანი ღირებულება 982 მილიარდ დოლარამდე ჩამოვიდა.

აქციების ვარდნა გამოიწვია ,ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე,ფინანსურ ბაზარზე შექმნილმა პანიკამ და დღეისათვის,ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის ადგილს იკავებს Microsoft ,რომლის კაპიტალიზაციაც 1,03 ტრილიონი აშშ დოლარია.

Comments
Loading...