აქცია გლდანის გამგეობასთან

4 დეკემბერს გლდანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა აქცია გიორგიწმინდის მოსახლეობის ორგანიზებით, სადაც “გაერთიანებული საზოგადოება” შეუერთდა არსებულ აქციას და გაეცნო, როგორც მოსახლეობის პოზიციებს ასევე გამგებლის განმარტებებს.
მოსახლეობის საუბრიდან გამომდინარე ისინი უჩივიან უყურადღებობას გამგეობის მხრიდან და ითხოვდნენ დანაპირების შესრულებას გზასთან და საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებით.
მოსახლეობის თქმით ამ მოთხოვნით ეს მათი მხრიდან პირველი აქცია არ იყო, თუმცა მათ გამოსვლებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
აქციის მიმდინარეობის დროს გამოვიდა გამგეობის წარმომადგენელ,ი რომელიც ცდილობდა მოსახლეობისთვის აეხსნა ამ საკითხებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები.
გიორგიწმინდის მოსახლეობა ვერ დაკმაყოფილდა წარმომადგენლის პასუხით და ა/ო “გაერთიანებულმა საზოგადოებამ”,”ახალი თაობა-დემოკრატიული საქართველოსთვის” და მოსახლეობამ მოვითხოვეთ გლდანის გამგებელთან შეხვედრა.
ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მოსახლეობამ გამგეობის წარმომადგენლებთან და გამგებელთან ერთად ვისაუბრეთ ამ მეტად მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხებზე გამოიკვეთა საინტერესო დეტალები.
გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ განუმარტა მოსახლეობას პრობლების არსი და შესთავაზა მათ უკვე შემუშავებული პრობლემის გადაჭრის გზები.
ბატონი ბესიკ ქარცივაძის საუბრიდან გამომდინარე გავარკვიეთ, რომ 3 დღეში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს საგზაო სამუშაოები.
ხოლო საკანალიზაციო სისტემის პრობლემასთან დაკავშირებით გამგეობის განმარტებით მათი არაერთი მოთხოვნის მიუხედავათ GWP მიმართ თუ რა თანხაა საჭირო ამ პრობლემის მოსაგვარებლად კომპანიის პოზიცია ამ ეტაბზე უცნობია რაც ხელს უშლის გამგეობის ამ საკითხზე ეფექტიან მუშაობას !
წერს ანი დარსალია

Leave A Reply

Your email address will not be published.