(აქცია) მოქალაქეები საკუთარი ავტომობილებით გავჩერდებით მტკვირს მარჯვენა სანაპიროზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული აქვს კანონპროექტი რომლის ერთ-ერთ პუნქტს შეადგენს, საქართველოში მარჯვენა საჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის გაუქმება. 2016 წლის პირველი მარტიდან, ავტომობილები რომლებიც იქნება მარჯვენა საჭით საქართველოში არ გამბაჟდება, კანონპროექტის ავტორები თვლიან რომ ეს ყოველივე დაასტაბილურებს ქალაქში საცობების მდგომარეობას, ჩვენ მიგვაჩნია რომ მარჯვენა საჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვით პრობლემა არ მოგვარდება, საცოების აღმოფხვრისთვის სხვა ბევრად მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯებია გადასადგმელი. ჩვენ მიგვაჩნია რომ საქართველოს დამოუკიდებელ მოქალაქეებს გვაქვს არჩევანის უფლება როგორი იყოს ჩვენი კერძო საკუთრება(მარჯვენა საჭიანი თუ მარცხენა საჭიანი)
სწორედ ამიტომ, 6 დეკემბერს, კვირას 13:00 , ჩატარდება გამაბრთხილებელი აქცია, მოქალაქეები საკუთარი ავტომობილებით გავჩერდებით მტკვირს მარჯვენა სანაპიროზე, უწყვეტი ჯაჭვი იქნება მშრალი ხიდიდან დიღმის მიმართულებით, მოწვეული იქნებიან ტელევიზიები, ჩვენ გამაბრთხილებელი აქციით მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოთხშაბათამდე შეცვალოს ეს კონკრეტული პუნქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე ხუთშაბათიდან ჩვენ დავიწყებთ მსლელობებს ქალაქის ცენტრში პიკის საათის დროს რაც გამოიწვევეს ქალაქის პარალიზებას.

აქცია იქნება გამაფრთხილებელი, აქცია არ ისახავს მიზნად პრობლემა შეუქმნას ქალაქს, სწორედ ამიტომ ვირჩევთ კვირა დღეს და ნაკლებად გადატვირთულ ტერიტორიას, მაგრამ თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ქალაქში პრობლემები გარდაუვალი გახდება.

აქციის FACEBOOK ლინკი

Comments
Loading...