აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან ბ-ნო პრეზიდენტო, გთხოვთ, შეიწყალოთ თეა სირაძე!

საქართველოს პრეზიდენტს ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს
თეა სირაძის მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფის სახელით:
ბ-ნო პრეზიდენტო,
გვინდა მოგახსენოთ, რომ ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს იხდის მსჯავრდებული თეა სირაძე, რომელიც 2010 წელს სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი პროკურატურის მიერ შეთითხნილი ბრალდებითა და ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო განაჩენით მსჯავრდებულია ადამიანის გატაცების, ფულის გამოძალვისა და ხულიგნობის ბრალდებით, სასამართლომ ახალგაზრდა ქალი სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით, უმძიმესი განაჩენი გამოუტანა – 28 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რასაც თავად მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველები დღემდე არ ეთანხმებიან. თეა სირაძის თქმით საკუთარი თანხის დაბრუნებას ითხოვდა და 5 ინდოელი მამაკაცისგან თავს იცავდა.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თეა სირაძე გახლავთ მრავალშვილიანი დედა, საქართველოს სამგზის ჩემპიონი კიკბოქსინგში, რომელიც როგორც საზოგადოებაში, ისე სასჯელ აღსრულების დაწასებულებაში დადებით პიროვნებად ხასიათდება.
ამაწლის ივლისში შეწყალების კომისიამ განიხილა თეა სირაძის შეწყალების თხოვნა, თუმცა იმის გამო, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა ვადით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, კომისიამ მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. უარყოფითი პასუხი შეწყალების კომისიის დებულების, შეწყალების წესის შესახებ მე-2 მუხლის მე-2 გ პუნქტიდან გამომდინარეობდა: „შეწყალება არ გამოიყენება იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი”.ბ-ნო პრეზიდენტო, გთხოვთ, შეიწყალოთ თეა სირაძე!
თქვენ კანონით, შეწყალების კომისიის კრიტერიუმების გარეშეც გაქვთ ამის უფლებამოსილება.
საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის ბრძანებულება №120, „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე: „საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე”.
პატივისცემით,
ზვიად ტომარაძე (საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI)
სოსო მანჯავიძე (თბილისის საკრებულოს წევრი)
დიმიტრი ლორთქიფანიძე (უფლებადამცველი)
ანი დარსალია (გაერთიანებული საზოგადოება)
ნატალია ხოხიაშვილი (ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის)
დავით ლილუაშვილი (უფლებადამცველი)
მაია ხარაძე (კოალიცია ჩვენი უფლებებისათვის)
გუჯა შვანგირაძე (პუბლიცისტი)
გიორგი ტიგინაშვილი (პუბლიცისტი)
ქეთევან ბურნაძე (უფლებადამცველი)
ალექსანდრე ფალვანდიშვილი (უფლებადამცველი)
რამაზ გაგნიძე (ქართული მისია)
ზაზა დავითაია (ჟურნალისტი)
ქეთევან მიქაძე (ჟურნალისტი)
გრიგოლ გაგნიძე (უფლებადამცველი)
გოჩა გიგაშვილი (ფონდი ქართული რესურსი)
ზაზა სვანაძე (ჟურნალისტი)

Leave A Reply

Your email address will not be published.