აქცია პროკურატურასთან – მოვაჭრეები სახელმწიფოსგან კვლავ დახმარებას ითხოვენ

ბავშვთა სამყაროს შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ.

რუსთავი2-ის ინფორმაციით, ისინი გამოძიების დროულად ჩატარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ეჭვობენ, რომ შენობაში ხანძარი განზრახ გააჩინეს. ისინი ბავშვთა სამყაროს დირექტორის, შენობაში შემავალი კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელი პირების და დაცვის სამსახურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ.

მათ დღეს ასევე აღნიშნეს, რომ მათთვის კომპენსაციის სახით გადახდილი 3000 ლარი ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე მიყენებული ზარალის ოდენობა. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი დღემდე ვერ ახერხებენ ბანკების მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებას.

სახელმწიფოსგან მოვაჭრეები კვლავ დახმარებას ითხოვენ და ისინი პროკურატურის შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და აქციის გამართვას გეგმავენ.

Comments
Loading...