აქცია პროკურატურასთან – სტუდენტები ნარმანიას წინააღმდეგ

მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქ შეკრებილი არიან სტუდენტები, რომლებსაც ფინანსური პრობლემების გამო სტატუსი შეუჩერდათ.

სტუდენტები თბილისის მერის მიერ ისანი-სამგორის პროკურორის სტუდენტის შვილის 5 ათას 400 ლარით დაფინანსების ფაქტს აპროტესტებენ.

აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებიან, მათ შორის არის ნიკა მელიაც, რომელმაც დავით ნარმანიას მიერ ხელმოწერილი დაფინანსების დოკუმენტი გუშინ გაასაჯაროვა.

Comments
Loading...