აქცია რუსთავში

ეგრეთწოდებული სტამბოლის ბაზრის 500-მდე მოვაჭრე რუსთავის მერიასთან შეიკრიბა. ისინი ბაზრის ადმინისტრაციისგან ყოველდღიური გადასახადის გაზრდის მცდელობას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ადმინისტრაციამ მათ დღიურად, სამი ლარის ნაცვლად, ოთხი ლარი მოსთხოვა. აქციის მონაწილეებსა და ადმინისტრაციას შორის შუამავლის როლი დღეს რუსთავის მერიამ იკისრა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ გადასახადი აღარ გაიზრდება.

Leave A Reply

Your email address will not be published.