“არ დავუტოვებ სტალინის სურათებიან ოთახებს ამ ქვეყანას, ვიდრე შემიძლია”

“ვთვლი, რომ ალასანიას ნერვებმა უმტყუნა და ისინი ოპოზიციაში არ უნდა წასულიყვნენ. არსად არ ვაპირებ წასვლას, ვრჩებით კოალიციაში. ერთსა და იმავე სასწორზე არ დავაყენებ „რესპუბლიკელებს“ და კოალიცის პროდასავლურ არჩევანს და “მრეწველებს”, გოგი თოფაძით”, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ქვეყანას სტალინის სურათებიან ოთახებს არ დაუტოვებს.

“არ მიმტყუნებს ნერვები, არ დავუტოვებ სტალინის სურათებიან ოთახებს ამ ქვეყანას, ვიდრე შემიძლია. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ოქტომბერში, გადაწყვეტილება ქართვლი ხალხის მისაღებია და ის გადაწყვეტს, სტალინის სურათები უნდა ეკიდოს ჩვენი სახელისუფლებო დაწესებულებების ოთახებში, თუ ევროკავშირის და ნატო-ს დროშები”,-აღნიშნა ხიდაშელმა.

Comments
Loading...