“არ მინდა ვიფიქრო, რომ როგორც ყოფილი „ჩეკისტი“, ასევე ყოფილი ნაციონალი არ არსებობს“

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თამაზ მეჭიაურის თქმით, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას განცხადებები უსამართლოა.

“ოპოზიციონერი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, აუდიტის სამსახური, მაგრამ ნამეტანი ნაციონალურ ქაღალდში არ უნდა შეიფუთოს. კრიტიკული უნდა იყოს ყველა თანაბრად. არ მინდა ვიფიქრო, რომ როგორც ყოფილი „ჩეკისტი“, ასევე ყოფილი ნაციონალი არ არსებობს“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

აუდიტის სამსახური მთავრობას იმ დებულების გადახედვას ურჩევს, რომელიც დანამატების საკითხს არეგულირებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.