“არ მიყვარს ვინმე, რომ ჩემს ხალხზე ,,შუსრულებას” ცდილობს”

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ირაკლი ლატარია ლეონიდ ჩერნოვევეცკის მიერ გამოცხადებულ კონკურს ეხმაურება:

“ცოტახნის წინ წავიკითხე ჩერნოვეცკის ,,პიარ” პოსტი, სადაც ის აცხადებს კონკურსს პარტიის პროგრმის ფორმირების შესახებ, რომელზეც დაწესებული აქვს პრიზი, 10 000 ლარი და ასე შემდეგ.
აი, როგორ არ მინდა ჩემს ხალხზე რაიმე ვიფიქრო, მაგრამ მოდით ახლა ჩემი პოსტიც წაიკითხეთ და იქნებ დაფიქრდეთ!!
ზოგადად, მსოფლიოში (დემოკრატიულ ქვეყნებში) ნებისმიერი პოლიტიკოსი თავის მომავალს აგებს პროგრამის მიხედვით, ამომრჩეველი ხმას აძლევს მის პროგრამას და არა ,,პიროვნებას”. აღნიშნული უკრაინელი ლეონიდი, 10 000 ლარად აპირებს საკუთარი პროგრამის შექმნას, ისიც ჩვენი – ქართველების ტვინითა და შრომით, ეს რას ნიშნაავს? ყველაზე რთულ და მომავალზე გათვლილ საქმეში ლეონიდა (მილიარდელი) იხდის 4 ათასს დოლარს. მარტივი ენით რომ ვთქვათ ,,აბოლებს” საქართველოს. ჩემო ქართველებო, ამდენს არ უნდა ბედავდეს ჩემს საქართველოში უცხოელი და ,,უკრაინელების” სიბეცე არ უნდა დაგვემართოს!!
პს: ნებისმიერი პარტიის პროგრამაზე მუშაობა ჯდება საკმაოდ ძვირი, მაგრამ ეს თანხა არის იდეოლოგიური და ინტელექტუალური ფასეულობა და არა ,,თანხობრივი”. ანუ, ვინც აღნიშნულ პროგრამას დაწერს, ის გინდა არ გინდა, ლეონიდას იდეოლოგიის გამტარებელიც უნდა გახდეს. თან, რამდენი მიიტანს თავის ნაშრომს და რამდენს ,,შეუსრულებენ”
მიყვარს უკრაინელი ხალხი, მაგრამ არ მიყვარს ვინმე, რომ ჩემს ხალხზე ,,შუსრულებას” ცდილობს!!” -წერა ირაკლი ლატარია

Comments
Loading...