“არ მოჭრა საღი ხე” – მერიასთან აქცია გაიმართა

არ მოჭრა საღი ხე, მოჭერი ხმელი ხეები და დარგე გონივრულად – მერიასთან აქცია გაიმართა. „პარტიზანული მებაღეობა თბილისის” წარმომადგენლების განცხადებით, შინდისის გზაზე 400 საღი ხის მოჭრაზე ნებართვა გაიცა და სამუშაოები იწყება.

აქციას ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გამოეხმაურა. ნინო სულხანიშვილის განცხადებით, გამწვანების საქალაქო სამსახურს არ გააჩნია ფინანსური რესურსი გადაწყვიტოს აღნიშნული პრობლემა და მიმართავს გარემოს დაცვის სამინისტროს ჩაერთოს საკითხის მოგვარებაში.

შეკრებილები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციების გამართვას გეგმავენ.

Comments
Loading...