“არ ვარ შეჩვეული ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას” – ცაგარეიშილი

“საერთოდ, მე არ ვარ შეჩვეული ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას”, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების ” ლიდერმა გიორგი ცაგარეიშვილმა პირდაპირ ეთერში საუბრისას, რუთავი2-ის ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხდა, თუ რას გეგმავდა მისი პარტია იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგები ეგზიტპოლოების შედეგებს არ დაემთხვეოდა.

“საერთოდ, მე არ ვარ შეჩვეული ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას და ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ უამრავი რამ ჩაიდო ჩვენი მხრიდან ამ წინასაარჩევნო კამპანიაში იმისთვის, რომ მშვიდობიანად მიგვეღწია არჩევნებამდე და შესაბამისად, დაგვეცვა ჩვენი ხმები”, – განაცხადა ცაგარეიშილმა.

ცაგარეიშვილის თქმით, ისტორიას არ ახსოვს, რომ ეგზიტპოლის და რეალური შედეგები ერთმანეთს დამთხვეოდა. 

“ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ეგზიტპოლები სწორედ ამ ფორმით განხორციელდებოდა. რა ფორმითაც ახლა განხორციელდა. ასე რომ, საქართველოს უახლეს ისტორიას ახსოვს, როცა ეგზიტპოლების შედეგები იყო ერთი და რეალური შედეგები სხვა. მე შემიშლია ამის უამრავი მაგალითი მოვიყვანო.”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

წყარო: პრიმტაიმნიუსი

Comments
Loading...