“არა თურქულ-ინდურ სერიალებს!” – აღნიშნული მოთხოვნით პეტიცია გამოქვეყნდ

“manifest.ge”-ზე ინტერნეტპეტიცია ვრცელდება, რომლის ადრესატი საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტი და განათლების სამინისტროა.

“არა თურქულ-ინდურ სერიალებს!

ხელმომწერები მოვითხოვთ, რომ შეწყდეს ქართულ არხებზე ეს მარაზმი. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ საკითხს აუცილებლად განიხილავენ შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოები.

მადლობას ვუხდით ყველა ხელმომწერს და მოგმართავთ თხოვნით, გაავრცელოთ აღნიშნული პეტიციის ბმული თქვენი სოციალური ქსელ(ებ)ის – Facebook, Twitter, LinkedIn, Google Plus, Vkontakte, Odnoklassniki და ა.შ.”,- აღნიშნულია პეტიციაში.

იმისათვის, რომ პეტიცია აღნიშნულ უწყებებს გადაეგზავნოს, საჭიროა 99 924 ხელმოწერა. პეტიციას, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ამ დრომდე 76-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.

ხმის მისაცემად იხილეთ ბმული: http://manifest.ge/main/item/726

Comments
Loading...