“არაერთხელ შევძელით სიტუაციის სტაბილიზება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში”

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი კონფლიქტების დიპლომატიური გზებით მოგვარების მომხრეა.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ყოველთვის მზად უნდა იყვნენ პოტენციურ საფრთხეებზე ადეკვატური რეაგირებისთვის.

ვლადიმერ პუტინმა სირიის სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რუსი ჯარისკაცები რეგიონში საკუთარი სამშობლოს ინტერესებს იცავენ.

“შეიარაღებული ძალები ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვან ამოცანებს ასრულებენ. სირიაში ჩვენი სამხედროები და ოფიცრები ანადგურებენ მებრძოლებს, რომლებიც ჩვენს სამშობლოს ღიად უწოდებენ მტერს და არ მალავენ საკუთარ გეგმას ექსპანსიის გაფართოებასთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთისა და დსთ-ს ტერიტორიაზე. ყოველთვის მივისწრაფოდით, გადაგვეჭრა რთული პრობლემები პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით. არაერთხელ შევძელით სიტუაციის სტაბილიზება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში. ვეხმარებოდით ღია კონფლიქტების აღმოფხვრაში და ასევე გავაგრძელებთ მომავალში. ამასთან, ჩვენი შეიარაღებული ძალები ყოველთვის მზად უნდა იყვნენ სწრაფად და ადექატურად უპასუხონ პოტენციურ საფრთხეებს, აღკვეთონ ნებისმიერი პროვოკაცია თუ აგრესიული ქმედება რუსეთის წინააღმდეგ”
,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

Comments
Loading...