“არანაირად მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია“

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური არასამთავრობოებს პასუხობს და აცხადებს, რომ არმენოფობიური განცხადება არ გაუკეთებია.

„ეს არის უკვე მცდელობა ზოგიერთი არასამთავრობოსი, რომლებიც შეიმჩნევიან სხვადასხვა არც თუ ისე ქვეყნის სასარგებლო ინტერესების გატარებაში. იქაც კი, სადაც არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნიათ, ცდილობენ, მოახდინონ დაპირისპირება სხვადასხვა ეროვნებებს თუ ეთნიკურ ჯგუფებს შორის, ასევე სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ჯგუფებს შორის. ეს, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი საქციელია. არანაირად მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია“, – აცხადებს თამაზ მეჭიაური.

Comments
Loading...