“არანაირი კავშირი არ მაქვს რაგბისთან, მხოლოდ დიდი გულშემატკივარი ვარ ქართული რაგბის”

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სიცრუეა ინფორმაცია, რომელიც მისი მისამართით მედიაში გავრცელდა. კალაძემ „რუსთავი 2“ სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ის ქართული რაგბის დიდი გულშემატკივარია.

„ეს არის დიდი სიცრუე. თქვენ არხთან დაკავშირებული ე.წ. ჟურნალისტის სიცრუე, რომელიც იმის მხრიდან იყო წამოწეული, რომ თქვენს ტელევიზიას აეწია. მე არანაირი კავშირი არ მაქვს რაგბისთან. მხოლოდ დიდი გულშემატკივარი ვარ ქართული რაგბის“, – აცხადებს კახა კალაძე.

ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი ნიჟარაძემ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. არჩევნები გაურკვეველი ვადით გადაიდო.

Comments
Loading...