არასამთავრობო ორგანიზაციაები დავით ნარმანიას გადადგომას ითხოვენ

საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვა აქციის ფონზე მიმდინარეობს. საკრებულოს შენობის წინ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია შეკრებილი. მათი მოთხოვნა თბილისის მერის გადადგომაა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აპრიორის ხელმძღვანელი, ბესო შენგელია, ამბობს, ერთადერთი გამოსავალი სწორედ დავით ნარმანიას თანამდებობიდან წასვლაა.

„დავით ნარმანია არის სუს-ის და ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელდასმული მონა. ნარმანიას მერობის დროს არ გაკეთებულა არაფერი და ის ზიანს აყენებს დედაქალაქს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ნარმანია გადადგეს დაუყოვნებლივ და დედაქალაქს ეს მავნებლობა შეუწყდეს, რაც ნარმანიას და მისი გუნდის სახით არის,“ – აცხადებს ბესო შენგელია.

Leave A Reply

Your email address will not be published.