არასამთავრობო ორგანიზაციები ხვალ პროკურატურასთან იკრიბებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები: „აპრიორი“, „სამართალდამცავთა რეფორმიერბის ცენტრი“, „ აფხაზეთი საქართველოა – სამაჩაბლო საქართველოა“, „ კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა“ და „ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ცენტრი“, ხვალ პროკურატურასთან იკრიბებიან. როგორც „აპრიორის“ ლიდერი ბესო შენგელია ამბობს, 5 არასამთავრობო ორგანიზაცია „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში 11 საათზე გააკეთებს სპეციალურ განცხადებას პოლიტპატიმართა სკანდალურ სიებთან დაკავშირებით. წარადგენენ მტკიცებულებებს კრიმინალი პირების არსებულ სიებში აღმოჩენასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც წავლენ მთავარ პროკურატურაში და შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ეკა ბესელიას, კომისიის წევრების ია მეტრეველის, მანანა კობახიძის, მერაბ ტურავას, ნინო გვენეტაძის და სხვა პირთა მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით საჩივარს შეიტანენ.

Comments
Loading...