არასერიოზულობა, უცოდინრობა და პროვინციალიზმი.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი „ფეისბუქში“ პარლამენტის თავმჯდომარეს აკრიტიკებს.

ნიკა გვარამია უცოდინრობასა და პროვინცალიზმს უწოდებს დავით უსუფაშვილის განცხადებას, როდესაც პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე, მან ვიცესპიკერს დაბადების დღე მიულოცა.

„აი, როგორ აზრზე არ უნდა იყო არაფრის, პრეზიდენტის გამოსვლამდე და მის საპარლამენტო ტრიბუნაზე მოწვევამდე, მანანა კობახიძეს (და ვინც გინდა, იმას) ულოცავდე დაბადების დღეს.
არასერიოზულობა, უცოდინრობა და პროვინციალიზმი.
ოპერაში შუბით სიარულზე ათასჯერ უარესი არაა ახლა ეს?“ – წერს ნიკა გვარამია.
წყარო: news.ge

Comments
Loading...