“არავითარი შეფერხებები არ შეიძლება შეექმნას საქართველოში რეფორმებს”, – გიორგი კვირიკაშვილი

„ევროკომისიას მივაწოდეთ აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ,“ – ეს განცხადება პრემირმინისტრმა კანცელარიაში მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

შეხევდრაზე პრემიერმინისტრმა მისი ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა.

„ევროკომისიას მივაწოდეთ აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე, რეფორმების მიმდინარეობის შესახებ და ძალიან საჭირო დისკუსია და განხილვები იყო და დროული იყო ეს ვიზიტი. დავტოვეთ ის შეგრძნება, რომ საქართველოში რეფორმები, რომლებიც გამომდინარეობს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგიდან, ხორციელდება სრული კურსით და არავითარი შეფერხებები არ შეიძლება შეექმნას ამ რეფორმებს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...