არჩილ გამზარდია ილიაუნიში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

რატომ უშვებენ უნივერსიტეტიდან GDS-ის ექსპერტ ლექტორს არჩილ გამზარდიას?
მოგეხსენებათ არჩილ გამზარდია ილიას უნივერსიტეტში გაზაფხულიდან ლექციებს აღარ წაიკითხავს, როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს ეს ყველაფერი მისი და ივანიშვილის თანამშრომბლობამ განაპირობა.
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ილიაუნიში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

“ილიას უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესი არაა მხოლოდ ერთი უმაღლესის ან ერთი ფაკულტეტის პრობლემა, ეს არის უფრო ფართო პრობლემა. დიდი ალბათობით, დღემდე არაერთი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი ყოფილი ხელისუფლების წევრების მმართველობის რეჟიმშია, ხდება როგორც საკომუნიაციო სივრცის, ასევე ფინანსების გამოყენებაც კი პარტიული ინტერესებისათვის, ეს ტენდენცია შესამჩნევი გახდა და ამ საკითხზე საზოგადოება უფრო ხმამაღლა უნდა ალაპარაკდეს. სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა იყოს დაცული პოლიტიკური ზეგავლენებისაგან და პარტიული ინტერესების სამსახურისაგან, ეს არის აკადემიური სივრცე, სადაც ახალგაზრდები მომავალი პროფესიებისათვის საჭირო განათლებას უნდა იღებდნენ. ახალგაზრდა თაობა სრულიად დაუცველია იმ პროპაგანდისგან, რომლის დამკვიდრებასაც ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებელი ცდილობს. ამ მხრივ, ილიაუნი, ამჟამად საკვანძო საკითხს წარმოადგენს. ყველა საჭირო რგოლი ამ პროცესის გამოსაკვლევად უფრო მნიშვნელოვნად უნდა ჩაერთოს. ბოლოსდაბოლოს, დროა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში დასრულდეს საბჭოური პერიოდის მსგავსად პოლიტიკური ინტერესებისა და პროპაგანდის შესაძლებლობა.” -აცხადებს გამზარდია

Leave A Reply

Your email address will not be published.