არჩილ გამზარდია:ამ გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობის” სურნელი ასდის

რუსთავი ორის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და უკრაინულ მედიასივრცეში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა რადიო „მაესტროს“ ეთერში გადაცემაში „რადიო აქტიური ზონა“კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა არჩილ გამზარდიამ.

გამზარდია ამბობს,რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კითხვებს ბადებს,მისი თქმით მას ეეჭვება, მოსაზრება,რომლის თანახმადაც საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით რევოლუცია აარიდა ქვეყანას.

შეგახსენებთ,რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეაჩერა.

„ როდესაც გარკვეულწილად პოლიტიკური ინტერესების შეჯახება ხდება ამ პროცესში იქ ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება ვეძებოთ მხარე, საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები რომ არა მხოლოდ ამ გადაწყვეტილებით არ შეიძლებოდა მასზე მსჯელობა, რბილად რომ ვთქვათ , ამ გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობის „სურნელი ასდის, თუმცა საერთო ჯამში მეც მივეკუთვნები იმ კატეგორიას რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს“-განაცხადა გამზარდიამ.

არჩილ გამზარდიამ ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდი და 7 ნოემბერი გაიხსენა და განაცხადა, დღეს ამ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან ძალისმიერი მეთოდის გამოყენების ნება ნამდვილად არ ჩანს.

„ის რომ ჩვენ დღესაც რუსთავი ორზე ვლაპარაკობთ არის ხელოვნური პროცესების შედეგი,აქ არაფერ შუაშია სიტყვის თავისუფლება, აქ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ეჯახება სამართლიანობის პრინციპებს“-განაცხადა გამზარდიამ.

არჩილ გამზარდიას განცხადებით ბოლო პერიოდში გავრცელებული ფარული ჩანაწერების გავრცელებაში ხელისუფლების კვალი არ იკვეთება:

„ნაციონალური მოძრაობა მიხვდა რომ გადალაგებებია საჭირო პარტიაში,თქვენ ნახეთ,რომ რამდენიმე ადამიანმა პარტიაც დატოვა, ასევე ნაციონალებს უნდათ მიხეილ სააკაშვილის აჩრდილის არიდება. ამ კადრების გავრცელების წყაროს მე ვხედავ უფრო „ნაციონალურ მოძრაობაში“,ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში“.-განაცხადა გამზარდიამ.

მას მიაჩნია,რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს „განთავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილისგან და არჩევნებისთვის პარტიამ წინ წამოიწიოს“.

Leave A Reply

Your email address will not be published.