არჩილ თალაკვაძე საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს

ახალი მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილება.

ინფორმაციას 2030 ავრცელებს. “პირველი” აღნიშნულთან დაკავშირებით, არჩილ თალაკვაძეს დაუკავშირდა.

“საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მოხდება ინფორმაციის გავრცელება “, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ არჩევნები ოზურგეთის მაჟორიტარულ ოლქში, პირველივე ტურში მოიგო. ამჟამად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ზვიად კვაჭანტირაძე იკავებს.

Comments
Loading...