არეშიძე – კვირიკაშვილი ყველაზე უკეთესია

ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო ოთხი კანდიდატიდან ყველაზე კარგი საგარეო მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურაა.

არეშიძის თქმით, კვირიკაშვილს დანარჩენ კანდიდატებზე მეტი გამოცდილება აქვს.

„ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილი ყველაზე უკეთესი კანდიდატურაა ამ ჩამოთვლილ ადამიანებში იმიტომ, რომ მრავალმხრივი გამოცდილება აქვს მიღებული.

მართალია, არ არის ხანგრძლივი გამოცდილება, მაგრამ თუ ასარჩევად არის საქმე ამ ოთხეულში, მიუხედავად იმისა, რომ სერგეენკო ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მენეჯერად, გამოცდილების სპექტრის თვალსაზრისით, კვირიკაშვილს მეტი გამოცდილება აქვს მიღებული“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, ახალი პრემიერის კანდიდატურად ყველაზე აქტიურად საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოიაზრება.

Leave A Reply

Your email address will not be published.