არეულობა პარიზში, შეტაკება რესპუბლიკის მოედანზე (ვიდეო)

პოლიციამ პარიზში კლიმატის სამიტის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.

Mediapart.fr-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნის სიახლოვეს არიან შეკრებილნი.

მომხდარი ტერაქტების გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პარიზში მანიფესტაციები აკრძალულია.

გაეროს კლიმატის სამიტი პარიზში 30 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე არის დაგეგმილი.

რამდენიმე საათის წინ კი, რესპუბლიკის მოედანზე გამართული კიდევ ერთი აქციის ფოტოები გავრცელდა, სადაც, მანიფესტაციების აკრძალვის გამო, კლიმატის სამიტთან დაკავშირებულ აქციაზე სიმბოლურად, მხოლოდ ათასობით ფეხსაცმელი მიიტანეს

რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს პრემიერმინისტრი უნდა მისულიყო, თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილი, რესპუბლიკის მოედანზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ მისულა.

https://www.youtube.com/watch?v=AfYUbMQxDjU

Leave A Reply

Your email address will not be published.