“არის ერთი დეტალი, რომელშიც სჭირდებათ პირდაპირ უკრაინის პრეზიდენტის გარანტია,” – ლევან ბერძენიშვილი

ვიზალიბერალიზაციის ანგარიშის გადადების მიუხედავად ქართველი დეპუტატები და ექსპერტები პოზიტიურ შედეგს მოელიან.

საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, რომ გადადება არის დროებითი და მთავარი შეკითხვები იქნება უკრაინასთან.

მას შემდეგ, რაც პეტრო პოროშენკო ჩავა ბრიუსელში, ამის შემდეგ დაზუსტდება ყველა ის თემები, რომლებიც არსებობს უკრაინასთან და გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნება მიღებული.

„ჩვენ და უკრაინა ამ საკითხში ვართ ერთად. როგორც ჩანს არის ერთი დეტალი, რომელშიც ჭირდებათ პირდაპირ გარანტია უკრაინის პრეზიდენტის. ჩვენ პირნათლად შევასრულეთ ყველაზე რთული ნაწილი – ეს იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი. როგორც ჩანს, მათ ამ მასშტაბის კანონი ვერ მიიღეს, როგორც ჩანს სჭირდებათ მეტი გარანტია, ამიტომ ჩადის პოროშენკო და ვვარაუდობ, პირადად მისგან მიიღებენ ამ გარანტიას,“ – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.