არქიმანდრიტი ბართლომე: “წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა!”

“წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა! მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგოს, წყალი გამწარდეს, მარილი განქარდეს და ჰაერი მავნებელ იქმნას! ამინ!…”, – წერს სოპციალურ ქსელში არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი

არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის განცხადებით მის მიერ პრეზიდენტის დაწყევლასთან დაკავშირებით მას ამ თემაზე საუბარი სასულიერო პირებიდან არავისთან ჰქონია და თუ ვინმე მას ამისთვის საყვედურს ეტყვის ის ამ საყვედურს არ მიიღებს, რადგან ეს მისი პირადი აზრია და არა ეკლესიის:

-უამრავი ადამიანი ამ წყევლის გამო მლანძღავს, საპასუხო წყევლით მპასუხობს. ისინი კონკრეტული პიროვნებები არ არიან და მათ წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ჩემი სიტყვები იყო რეაქცია იმის გამო, რომ სააკაშვილის დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ ამას იმსახურებს.

– ხომ წავიდა სააკაშვილი მამაო, იქნებ არ დაგეწყევლათ?
– იცით როგორ არის? მე მგონია და მჯერა რომ წავიდა ქვეყნის პირველი პირობიდან, მაგრამ მისი მოღვაწეობა იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს, ამის გარკვეული სუნი დგას ქვეყანაში“-აცხადებს „ალიასთან“ საუბარში არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი

Leave A Reply

Your email address will not be published.