“არსად არ მივდივარ … “ჟურნალისტური ფანტაზიის” ამბავია”

“ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის ტოვებს “ოცნებას” არ ადასტურებს და ამბობს, რომ საუბარია მხოლოდ პარტიულ სიაზე დანარჩენს კი თამაზაშვილი ჟურნალისტური ” ფანტაზიას” უწოდებს:

“არსად არ მივდივარ და მით უმეტეს არც პარტია ქართულ ოცნებას ვტოვებ! ვიყავი, ვარ და ვიქნები ჩვენი გუნდის წევრი. სიუჟეტში საუბარი იყო პარტიულ სიაზე ( სხვა დანარჩენი ჟურნალისტური ” ფანტაზიის” ამბავია) და ვფიქრობ , რომ ვიქნები პარტიულ სიაში თუ არ ვიქნები, ეს არ ცვლის ჩემს დამოკიდებულებას ჩვენი გუნდისადმი. როგორც ყოველთვის, მე იქ ვიქნები, სადაც გუნდი გადაწყვეტს და დავჭირდები!” – აცხადებს თამაზაშვილი.

Comments
Loading...