არსებული ინფორმაციით, მცხეთაში, პოლიციელი იარაღის გასროლის შედეგად გარდაიცვალა

არსებული ინფორმაციით, მცხეთაში, ერთ-ერთ რესტორანში, პოლიციელი იარაღის გასროლის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, პოლიციელს საკუთარი იარაღი გაუვარდა და მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

 

წყარო :  Ipn.ge

Comments
Loading...