„არც დღეს არ ექვემდებარება პრეზიდენტს სამხედრო ძალები და არც ხვალ არ დაექვემდებარება“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტს სამხედრო ძალები არ ექვემდებარება და არც მომავალში დაექვემდებარება.

„ქვეყანას უნდა ჰყავდეს უმაღლესი მთავარსარდალი. უმაღლესი მთავარსარდალი დღესაც ჰყავს ქვეყანას და ხვალაც ეყოლება. ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა არავინ მოგატუოთ – არც დღეს არ ექვემდებარება პრეზიდენტს სამხედრო ძალები და არც ხვალ არ დაექვემდებარება. ამაშია პატარა ტყუილი, რომელსაც გაპარებენ. უმაღლესი მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას სამხედო ძალები ექვემდებარება, არც დღეს არ ექვემდებარება პრეზიდენტს სამხედრო ძალები და არც ხვალ არ დაექვემდებარება“ – აცხადებს კობახიძე.

Comments
Loading...