“არცერთი მინისტრი არ იღებს პრემიას”

პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე სახელფასო დანამატებთან და პრემიებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს.

აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო სამსახურებში დანამატების ოდენობა 45 მილიონით გაიზარდა. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მიზანმიმართულად ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

“არცერთი მინისტრი არ იღებს პრემიას. მინისტრის ხელფასი არის 5 ათასი ლარი და ეს ყველაფერი საჯაროა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ფინანსთა მინისტრი განმარტავს, ზრდა შეეხოთ მხოლოდ სამხედროებს, პოლიციელებს, პედაგოგებს და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.