ასეთი გოიმებით და უვიცებით შეგნებულად გაავსეს ქართული ტელევიზიები თავის დროზე

ჩემი პოზიცია ბატონი “უცნობის” და “სოფლელი” ჟურნალისტების თემაზე:
logo 1მოდი, ჯერ ზოგადით დავიწყებ და, ამიხსენით, ამ ქვეყანაში მედიის კრიტიკა და ჟურნალისტების აშკარა გაუნათლებლობას აწარმოუდგენელ უწიგნურობაზე ლაპარაკივინ და როდის აკრძალა?

საკმარისია ვინმეს ოდნავ გადაბრუნებული რამე წამოცდეს ჟურნალისტებზე და ტყდება ერთ ამბავი! რა, რადგან გინდა რაიონიდან და გინდა სულაც თბილისის ცენტრიდან “ერთი თვის”თუ გინდაც “ერთი წლის” ჩამოსულმა ვინმე შტერმა ხელში ერთხელ მიკროფონი დაიჭირა, მორჩა, ის უკვე “ხელშეუვალია” და მასზე”ძვირის” თქმა “დასჯადია” საზოგადიოებრივად????

სწორედაც ასეთი გოიმებით და საოცარი უვიცებით შეგნებულად გაავსეს ქართული ტელევიზიები თავის დროზე!!!! და ახლა იმას იმკიან, რაც თავად დათესეს!!!!

რა სპორტია აპელირება იმაზე, რომ თურმე ვიღაცეები ყოფილან “ამდენად ცნობილი ჟურნალისტები” და მათზე ასეთი ლაპარაკი თურმე არ შეიძლება?…

აი, სუფეხებზე მკიდია ვინაა “ცნობილი”! სწორედ ეგაა უბედურება, რომ ვიღაც ყველაფერზე წამსვლელი გოიმები (ოღონდაც კი ტელევიზორში გამოჩენილიყვნენ და…) შერეკეს თავის დროზე ტელევიზიებში და აქციეს “ცნობილებად”… ხოლო მართლა გონიერი ჟურნალისტები ჩაწიხლეს, დაბლოკეს, გზა არ მიცეს… მე თავად ვარ ამ პროცესის ცოცხალი მოწმე თავის დროზე!

კერძოდ – მიმდინარე საუკუნის პირველ ათწლეულში! ჰოდა, ახლა ეს გოიმები მოუბრუნდნენ და იქით დაცხეს მათ, ვინც ისინი “ცნობილებად” აქცია… ღირსებიც არიან! ეს მოსალოდნელიც იყო! მაგრამ საზოგადოებამ რა დააშავა????

ქართველი “ცნობილი” ჟურნალისტების 80 პროცენტი სრული უვიცია და უწიგნური! გინდა “რაიონიდან” იყოს ჩამისული და გინდა “ზემელიდან”!

თუმცა, ეგეც ფაქტია, რომ სოფლებიდან ჩამოსული “რქებით მიმწოლი”, სრულიად უწიგნური თავხედების სიჭარბე აშკარად იგრძნობა!!!!

ხაზს ვუსვამ – არ ვამბობ, როლმ ყველა სოფლიდან დედაქალაქში ჩამოსული თავხედია-მეთქი! მაგრამ სოფლებიდან დაძრული ის “მასა” რომელიც რეალურდ იყო არარაობა და იყო სრულიად უნიჭო, მაგრამ მიზნად ჰქონდა დასახული “ცნობადი” გამხდარიყო და ამ მიზნის მისაღწევადყველაფერზე წავიდოდა – სწორედ რომ თავხედი და ამაზრზენია!

და სამწუხაროდ, სწორედ ასეთებით გაავსეს ტელევიზიები! ასე რომ, ბატონი “უცნობ”-გაჩეჩლაძე ნაწილობრივ მ ა რ თ ა ლ ი ა!!!! ჰო, კიდევ ეს სრული უწიგნურები რა ნამუსით ედარებიან სოფლებიდ ა ნ თავის დროზე ჩამოსულ მწერლებს, პოეტებს და ხელოვნების სხვა მოღვაწეებს? მართლა ვერ ხედავენ განსხვავებას იმ დიად ხალხსა და
საკუთარ რეგვენ თავებს შორის?

ბაკურ სვანიძე – ჟურნალისტი, იუმორისტი

Comments
Loading...