აშშ და ჩინეთი ერთმანეთს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში უპირისპირდებიან

„სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, აშშ–ს სამხედრო გემების რაოდენობის გაზრდა შესაძლოა გაუთვალისწინებელი შემთხვევის მიზეზი გახდეს“– განაცხადა ჩინეთის სახალხო არმიის წარმომადგენელმა, ლიან იანმა.

როგორ TACC-ი იუწყება ჩინეთის მხარე შეშფოთებულია ნანშას არქიპელაგში ამერიკული გემების გამოჩენით. ნანშას არქიპელაგი და მისი მიმდებარე ტერიტორია ჩინეთის სუვერენული ტერიტორიაა, ჩინეთი უყოყმანოდ დაიცავს თავის ტერიტორიალურ მთლიანობას აცხადებენ პეკინში. იაპონიაში ბაზირებული ამერიკული ნაღმოსანი, USS Lassen ნანშას არქიპელაგში გუშინ გამოჩნდა.

ამერიკული მხარის განცხადებით ისინი არ დაუშვებენ რომ არქიპელაგის 12 მილიანი ზონა ჩინეთმა საკუთარ ტერიტორიულ წყლებად გამოაცხადოს. ნავთობითა და გაზით მდიდარი ნანშასა და სიშას არქიპელაგზე პრეტენზიას ჩინეთი და სამხრეთ ჩინეთის აკვატორიაში მდებარე სახელმწიფოები: ფილიპინები,ვიეტნამი, მალაიზია და ბრუნეიც აცხადებენ.

2014 წლის დასაწყისში ჩინეთმა არქიპელაგში ხელოვნური კუნძულების მშენებლობა დაიწყო რაც მომიჯნავე სახელმწიფოების და აშშ–ს უკმაყოფილების მიზეზი გახდა

Leave A Reply

Your email address will not be published.