აშშ და საფრანგეთი “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე ავიარტყმების გაძლიერებას გეგმავს

აშშ–ის ხელისუფლება საფრანგეთთან ერთად სირიასა და ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე ავიარტყმების გაძლიერებას გეგმავს. “როიტერის” ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ–ის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილემ ბენ როდსმა პარიზის ტერაქტების კომენტირებისას განაცხადა.

“ვიბრძოლებთ ფრანგებთან ერთად მხარდამხარ. ისინი ერაყსა და სირიაში სამხედრო კამპანიის სრულფასოვანი მონაწილეები არიან. ნათელია, რომ მათ სურთ ძალისხმევა გავაძლიეროთ”, – განაცხადა როდსმა.

მისივე თქმით, “ისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკები” უახლოეს პერიოდში მიხვდებიან, რომ უსაფრთხო თავშესაფარი არ დარჩათ.

13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში განხორციელებულ ტერაქტების სერიას 129 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო და გააფრთხილა საფრანგეთი, მოკავშირეებთან ერთად სირიის დაბომბვა შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტერაქტების ახალ სერიას მიიღებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.