აშშ დოლარის ფასი ბაზარზე საშუალოდ, 2.47 ლარს შეადგენს

აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ფონზე, ეროვნული ვალუტა ბაზარზეც გაუფასურდა.

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასი დღეს საშუალოდ, 2.43 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, 11:00 საათის მონაცემებით, „საქართველოს ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.47 ლარადაა შესაძლებელი, „თიბისი ბანკში“ – ასევე 2.47 ლარად; „ლიბერთი ბანკშიც“ – 2.47 ლარად; „ვითიბი ბანკში“ 2.46-ად, ხოლო „პროკრედიტ ბანკში“ 1 აშშ დოლარს მომხმარებელი 2.46 ლარად შეიძენს.

ამასთან, 1 აშშ დოლარს კომერციული ბანკები 2.39-2.41 ლარის ფარგლებში ყიდულობენ.

აშშ დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ 5 ნოემბრისთვის დადგენილი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 2.4516 ლარი ღირს.

Comments
Loading...