აშშ-ის ელჩის მოადგილე: ბოლო 24 საათში განვითარებული მოვლენები ძალიან გვაღელვებს

„რუსთავი2″-ის შესახებ ამერიკის საელჩო კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. ამჯერად მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება ამერიკის ელჩის მოადგილემ ნიკოლას ბერლინერმა გააკეთა. მან ბოლო 1 დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება.

„არ არის საჭირო იმის თქმა, რომ შეხვედრა ეხებოდა „რუსთავი 2″-ის ირგვლივ შექმნილ ვითარებას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. საიდუმლო არ არის, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ელჩმა უკვე გაავრცელა განცხადება. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას, ვილაპარაკეთ მედიის თავისუფლებაზე, აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე და ზოგადად იმაზე, რომ ეს სივრცე გახსნილი უნდა დარჩეს, მითუმეტეს ახლა, როდესაც ქვეყანაში არჩევნების წელი ახლოვდება. ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ სწორად ვაქებდით ბევრ რამეს ამ ქვეყანაში, დემოკრატიული განვითარების კუთხით. სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი, ამის პოზიტიური მაგალითია.

მაგრამ ბოლო 24 საათში განვითარებული მოვლენები ძალიან გვაღელვებს. მინდა, გავიმეორო, რაც ელჩმა არაერთხელ თქვა – მნიშვნელოვანია, ეს საკითხები გადაიჭრას მშვიდობიანი, დიალოგის გზით და ხალხმა სიმშვიდე შეინარჩუნოს”, – აცხადებს ამერიკის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი.

Leave A Reply

Your email address will not be published.