აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგში ბარაკ ობამამ მე-12 ადგილი დაიკავა

ტელეკომპანია C-SPAN-მა აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელსაც ამერიკელი ისტორიკოსები ადგენენ. აღნიშნულ რეიტინგში ბარაკ ობამამ მე-12 ადგილი დაიკავა. აღნიშნულის შესახებ Politico წერს.

ისტორიკოსებმა ობამას მაღალი შეფასებები დაუწერეს კატეგორიებში “ყველასთვის თანაბარი სამართლიანობა” და “მორალური ავტორიტეტის დაკისრება”. აღნიშნულ კატეგორიაში ობამამ აშშ-ის ყველა პრეზიდენტს შორის მე-3 და მე-7 ადგილები დაიკავა. 44-ე პრეზიდენტი ასევე “ბიზნესის მართვის” კატეგორიაში ტოპ-10-ეულში შევიდა.

ყველაზე დაბალი შეფასება ობამამ პრეზიდენტისა და კონგრესის ურთიერთობაში (39-ე ადგილი) მიიღო. როგორც Politico აღნიშნავს, ობამას ყოველთვის არ გამოსდიოდა პარტიებთან ეფექტიანი ურთიერთქმედება, მიუხედავადა იმისა, რომ მისი მმართველობის ორი წლის განმავლობაში დემოკრატიული უმრავლესობა იყო. კატეგორიაში “საერთაშორისო ურთიერთობები” ობამამ 24-ე ადგილი დაიკავა.

წინა რეიტინგისგან, რომელიც 2009 წელს შეადგინეს, ამჟამინდელი რეიტინგი დიდად არ განსხვავდება. აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს, ამერიკის მე-16 პრეზიდენტი, ავრაამ ლინკოლნი უდგას სათავეში. მეორე ადგილს იკავებს აშშ-ის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი, ხოლო მესამე ადგილზე ფრანკლინ რუზველტია.

2017 წლის გამოკითხვაში 91 ისტორიკოსი იღებდა მონაწილეობას, რომლებმაც ამერიკის პრეზიდენტები 0-დან (არაეფექტიანი) 10-მდე (ეფექტიანი) შკალის მიხედვით შეაფასეს.

 

ipress.ge

Comments
Loading...