აშშ-ის პრეზიდენტი სირიის პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლას ურჩევს

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სირიის პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლას ურჩევს.

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ბაშარ ასადმა სირიის მოსახლეობის უმეტესობისთვის ლეგიტიმურობა დაკარგა და მან პოსტი უნდა დატოვოს.

ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ბარაკ ობამას თქმით, სირიაში სისხლისღვრის შეჩერება და მშვიდობის აღდგენა ბაშარ ასადის წასვლის გარეშე შეუძლებელია.

პრეზიდენტმა ამ საკითხზე რამდენიმე წლის წინ ვლადიმერ პუტინთან კამათიც გაიხსენა. ობამას თქმით, მოვლენათა განვითარებამ დაადასტურა, რომ მას 5 წლის წინ სწორი პოზიცია ჰქონდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.