აშშ-ის საელჩო ზაზა ფაჩულიას: ასე გააგრძელე, ზაზა!

“გვახარებს ზაზა ფაჩულიას შთამბეჭდავი თამაში “დალას მავერიქსში”, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო თბილისში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას შთამბეჭდავ შედეგებს NBA-ში.

“აშშ-ის საელჩოში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) არა ერთი გულშემატკივარია. გვახარებს ზაზა ფაჩულიას შთამბეჭდავი თამაში “დალას მავერიქსში”. ახალი სეზონი სამი კვირაა, დაიწყო. ზაზა კი თამაშში თითქმის 10 ქულასა და 10 მოხსნას აგროვებს. წუხელ მან ორმაგი დუბლი შეასრულა და გადამწყვეტი მოხსნით „დალასს“ გამარჯვებაში დაეხმარა. ასე გააგრძელე, ზაზა!”, – ნათქვამია განნცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია სეზონის დასაწყისში “მილოუკ ბაქსიდან” “დალას მავერიქსში” გადავიდა.

Comments
Loading...