აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გაფრთხილება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობისას, ტერორისტული საფრთხეების ზრდასთან დაკავშირებით აფრთხილებს. დეპარტამენტის მიერ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ISIS, ალ-ქაიდა, ბოკო ჰარამი და სხვა ტერორისტული ჯგუფები, ტერაქტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გეგმავენ. “ექსტრემისტებმა მიზანში ამოიღეს დიდი სპორტული ღონისძიებები, თეატრები, ღია ბაზრები და საავიაციო სერვისები” – აცხადებს აშშ-ს მთავრობა. გაფრთხილება შეეხება ასევე საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მოქალაქეები უნდა გაფრთხილდნენ საკურორტო სეზონის დროს სადღესასწაულო ფესტივალებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისას. დეპარტამენტი მოქალაქეებს ასევე ურჩევს აკონტროლონ მედია, ინფორმაციის ადგილობრივი წყაროები, დარჩნენ ოჯახის წევრებთან კავშირზე და დაემორჩილონ გამკაცრებულ უსაფრთხოების ზომებს. გაფრთხილების მოქმედების ვადა 2016 წლის 24 თებერვალს იწურება.

Leave A Reply

Your email address will not be published.