აშშ-ის სენატმა ჯონ კელი ეროვნული უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა გადამდგარი გენერალი, ჯონ კელი ეროვნული უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა,-ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ კელის თანამდებობაზე დანიშვნას მხარი 88 ადამიანმა დაუჭირა, 11- კი წინააღმდეგ წავიდა.

2016 წლის 12 იანვარს, აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელად ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის არმიაში გაერთიანებული სარდლობის ყოფილი ხელმძღვანელი, ჯონ კელი დანიშნა.

მანამდე, გაზეთი The Washington Post იტყობინებოდა, რომ ჯონ კელი აღნიშნულ თანამდებობაზე განიხილებოდა. ამერიკული მედიის ცნობით, 66-წლის ჯონ კელი სახელმწიფო მდივნისა და პენტაგონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად იყო მიჩნეული.

ipress.ge

Comments
Loading...